სპორტი
შენგელიას 17 ქულა ვერ გადაარჩინა — „ბარსელონა” „ვალენსიასგან” 25 ქულით დამარცხდა
ესპანეთის ACB-ის 33-ე ტურის გადადებულ მატჩში „ვალენსიამ” „ბარსელონა” 102:77-ით — 25-ქულიანი სხვაობით — დაამარცხა.
ქართველმა ბასკეტბოლისტმა თორნიკე შენგელიამ მოედანზე 26 წუთი გაატარა: 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი, 1 დაფარება. ნასროლი: 1/1 — სამქულიანი, 6/9 — ორქულიანი, 2/2 — საჯარიმო. სტატისტიკა — კარგი, შედეგი — ცუდი.
„ბარსელონამ” ჩემპიონატი 24 მოგებითა და 10 წაგებით მე-5 ადგილზე დაასრულა და პლეიოფში ამ პოზიციიდან ჩავა.