„პალიტრანიუსისა“ და Ambebi.ge-ს ერთობლივი პროექტის, „სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი - ქეთი სვანიძე. ქეთი სვანიძემ ბოლოდროინდელი ნამუშევრით საზოგადოების ყურადღება მასობრივად მიიპყრო. მან რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში ‘‘ვეფხისტყაოსანი’’ - ითამაშა მთავარი როლი.
საშუალება გაქვთ, შეკითხვა დაუსვათ სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს, როგორც Ambebi.ge-ს საიტზე კომენტარების ველში, ასევე ჩვენს ფეისბუქგვერდზე, ამ პოსტის კომენტარებში და გამოგვიგზავნოთ სოციალურ ქსელში ვიდეო შეკითხვებიც.
პასუხებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებთ, როგორც Ambebi.ge-ზე, ასევე „პალიტრანიუსის“ სატელევიზიო ეთერით. იაქტიურეთ, საინტერესო ადამიანთან შეკითხვის დასმის საშუალება გეძლევათ.
თქვენს შეკითხვებს უპასუხებს მსახიობი ქეთი სვანიძე.