← მთავარი
საზოგადოება

დაუსვი შეკითხვა მსახიობ ქეთი სვანიძეს

9 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
დაუსვი შეკითხვა მსახიობ ქეთი სვანიძეს

„პალიტრანიუსისა“ და Ambebi.ge-ს ერთობლივი პროექტის, “სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი - ქეთი სვანიძე. ქეთი სვანიძემ ბოლოდროინდელი ნამუშევრით საზოგადოების ყურადღება მასობრივად მიიპყრო. მან რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში ‘‘ვეფხისტყაოსანი’’ - ითამაშა მთავარი როლი.

საშუალება გაქვთ, შეკითხვა დაუსვათ სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს, როგორც Ambebi.ge-ს საიტზე კომენტარების ველში, ასევე ჩვენს ფეისბუქგვერდზე, ამ პოსტის კომენტარებში და გამოგვიგზავნოთ სოციალურ ქსელში ვიდეო შეკითხვებიც.

პასუხებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებთ, როგორც Ambebi.ge-ზე, ასევე “პალიტრანიუსის“ სატელევიზიო ეთერით. იაქტიურეთ, საინტერესო ადამიანთან შეკითხვის დასმის საშუალება გეძლევათ.

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს მსახიობი ქეთი სვანიძე.

← მთავარი