შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება - რა მოხდა RAF-ის ღონისძიების წინა პრესკონფერენციაზე?
ხვალ, 11 ივლისს, თბილისში RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიება უნდა გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს არაერთი ცნობილი სპორტსმენი სტუმრობს.
ივენთის წინა დღით პრესკონფერენცია გაიმართა, საიდანაც ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, დაპირისპირება - არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და ერთ-ერთი დაღესტნელი სტუმარი დაუპირისპირდნენ.
როგორც სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერენ, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო რაც მერაბის მიერ უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ნათქვამი რეპლიკა ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა და გააპროტესტა.
მოგვიანებით, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობდნენ პოლიციელები ზოგიერთი მებრძოლის შეჩერებას. როგორც სპორტული გამოცემები წერენ, კავკასიელი მებრძოლები ცდილობდნენ დაცვის და პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ ოთახში შესვლას სადაც ქართველი მებრძოლები იმყოფებოდნენ.