← მთავარი
სპორტი

ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა

15 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ

სამხრეთ აფრიკაში „ტოიოტა ჩელენჯის“ მესამე დასკვნით მატჩში „შავი ლომი“ „ტოიოტა ჩიტასთან“ 31:47 დამარცხდა.   შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, თავიდან ჩვენი გუნდი დომინირებდა და პირველი ტაიმი 17:10 მოიგო. შესვენების შემდეგ “შავმა ლომმა” ანგარიში გაზარდა, მაგრამ ბაბუნაშვილის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, უპირატესობას დაეუფლენ და გაიმარჯვეს.   „შავმა ლომმა“ აქამდე „აირლინკ პუმასს“ 46:36 სძლია, „სუზუკი გრიქასთან“ კი 56:21 წააგო.   სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“ შავი ლომი - ტოიოტა ჩიტასი 31:47 შავი ლომი ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. სანდრო თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე; შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე. მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. გიორგი ფრუიძე.თეგები:შავი ლომიტოიოტა ჩიტასი(1) / (0)

← მთავარი