[რაგბი. ჩელენჯ კაპი] "შავი ლომი" ურთულეს ჯგუფში მოხვდა | Lelo.Ge
ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ისევ მიიწვიეს. ჩვენი გუნდი ამ ტურნირში მინიმუმ ორჯერ კიდევ ითამაშებს.
ახალ სეზონში, რომელიც სტარტს შუა ოქტომბერში აიღებს “შავი ლომი” C ჯგუფში ითამაშებს. მეტოქეები უელსური “ოსფრიზი”, შოტლანდიის “ედინბურგი”, ინგლისური “ჰარლიქვინზი” და ორი ფრანგული კლუბი, ქართველი მორაგბეების “ტულონი” და “ვანი”.
ჯგუფი საკმაოდ რთულია. ფრანგულმა „მიდი ოლიმპიკმა“ ის „სიკვდილის ჯგუფად“ შერაცხა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გათამაშებაში საპრემიო ქულის დარიცხვის წესი შეიცვალა. თუ აქამდე საპრემიო ქულა ოთხი და მეტი ლელოს გატანის შემთხვევაში ეძლეოდა გუნდს, ამიერიდან საჭირო იქნება მეტოქისთვის მინიმუმ სამი ლელოთი მეტის გატანა. ისე, როგორც ეს საფრანგეთის ჩემპიონატშია.
ამასთან ერთად შეიცვალა ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის სისტემა. თუ ადრე პლეი ოფში ექვსიდან ოთხი საუკეთესო პირდაპირ გადიოდა, ახლა პირდაპირ მხოლოდ სამი საუეთესო გავა. დანარჩენი სამი კი, ის იქნება ვისაც ყველაზე მეტი ქულა ექნება დაგროვებული. ამდენად, შესაძლებელია, რომ ერთი ჯგუფიდან, მეოთხე ადგილოსანთან ერთად მეხუთე ადგილოსანიც გავიდეს.
პირველი ტურის მატჩები ოქტომბერში გაიმართება. ერთი ტური დეკემბერში შედგება. დარჩენილი ორი ტური კი, იანვარში. ფინალს მაისის ბოლოს საფრანგეთის ქალაქი ლიონი უმასპინძლებს.
გათამაშების კალენდარი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
A ჯგუფი: ჩიტაზი, ალსტერი, პერპინიანი, ნიუპორტი, ბაიონი, ზებრე
B ჯგუფი: ბენეტონი, ნიუკასლი, ნატალ შარქსი, ლიონი, კასტრი, ჰლანეჰლი
C ჯგუფი: შავი ლომი, ოსფრიზი, ედინბურგი, ჰარლიქვინზი, ტულონი, ვანი