სპორტი
[მსოფლიო თასი 2026] შერკის მსოფლიოზე დეშამის გამო არ სძინავს | Lelo.Ge
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი რაიან შერკი სერიოზულ ფსიქოლოგიურ სირთულეებს განიცდის.
ამის მიზეზია სათამაშო დროის სიმცირე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, - წერს ფრანგული გაზეთი L’Équipe.
აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ სიტის“ გარემარბს რთულად გადააქვს შეზღუდული წუთები ტურნირზე. ამის ნიადაგზე მას უძილობა აწუხებს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა ოთხი მატჩი ჩაატარა და შერკიმ მინდორზე ჯამში 55 წუთი გაატარა.