სპორტი
„მარიხუანას გამო შეცოდე, მეგობარმა გამყიდა” — შარიქაძე Daily Mail-ს 11-წლიანი დისკვალიფიკაციის მიზეზს უყვება
ქართული რაგბის ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე Daily Mail-ს გაესაუბრა და 11-წლიანი დისკვალიფიკაციის ისტორია პირველად სრულად გადმოსცა. შარიქაძის თქმით, მეგობარს შარდის ნიმუშის გაყალბებაში დაეხმარა — ნივთიერება მარიხუანა იყო, გამაძლიერებელ დოპინგთან კი კავშირი არ ჰქონია.
„ვინც დავეხმარე, იმანვე გამყიდა,” — ამბობს შარიქაძე.
ამ საქმეში კიდევ ხუთი ქართველი მოთამაშე გაასამართლეს: ლომიძეს 9 თვე მიუსაჯეს, მოდებაძეს, ლაშხის და ხმალაძეს — სამ-სამი წელი, ჩხოიძეს კი — ექვსი წელი.