← მთავარი
სპორტი

შარიქაძე: გასაჩივრებამ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია 11-წლიანად გადააქცია

12 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
შარიქაძე: გასაჩივრებამ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია 11-წლიანად გადააქცია

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე ანტიდოპინგ სკანდალზე „ტვ პირველთან” გამოჩნდა. ეს მისი პირველი კომენტარი 11-წლიანი დისკვალიფიკაციის გამოტანის შემდეგ.

„ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია — დოპინგი რანაირად იქნებოდა. როცა მითხრეს, შარდის გაცვლას გედავებიანო, გამაჟრიალა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად… ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა,” — განაცხადა შარიქაძემ.

სპორტსმენი ხსნის, რატომ არ გაასაჩივრებს ახლა: „რა გავასაჩივრო? ეგეთი სამართალი აქვთ — არანაირი მორალი, მხოლოდ იურიდიული სამართალი და ფურცელზე დაწერილი.”

„გადაწყვეტილება გამოსული არის მინიმუმ ერთი წლის. უბრალოდ, მე გავასაჩივრე — თავიდან 6 წელი მომისაჯეს, გასაჩივრების მერე — 11. გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას გადავცემ ყველაფრისთვის.”

შეგახსენებთ: World Rugby-სა და WADA-ს ერთობლივი გამოძიების — „ოპერაცია ობსიდიანის” — შედეგად გამოვლინდა, რომ ნაკრების ყოფილი ექიმი ნუცა შამათავა მოთამაშეებს ტესტირების თარიღებს ამცნობდა, რის შემდეგაც შარდის ნიმუშები იცვლებოდა. სქემაში ჩართულ მორაგბეებს სხვადასხვა ვადით დასაჯეს: ნუცა შამათავა — 9 წელი, მერაბ შარიქაძე — 11 წელი, გიორგი ჭყოიძე — 6 წელი, ოთარი ლაშხი, ლაშა ხმალაძე, მირიანი მოდებაძე — თითო 3 წელი, ლაშა ლომიძე — 9 თვე.

შარიქაძეს, 100-ზე მეტჯერ ეროვნული მაისურით გამოსულს და სამი მსოფლიო თასის მონაწილეს, WADA-მ თავდაპირველად 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. გასაჩივრებამ სასჯელი 11 წლამდე გაზარდა.

← მთავარი