← მთავარი
სპორტი

7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი

27 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე, პირველ სათამაშო დღეს ორივე თამაში მოიგო და თასის მეოთხედფინალის საგზური დაიბევა.

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, პირველ მატჩში ავსტრიასთან 0:5 ჩამოვრჩით, თუმცა ამის შემდეგ ინიციატივას დავეუფლეთ და ტაიმის ბოლოს ნინო მელუამ ლელოთი წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში მანონი საღარაძის ორი ლელოთი დავწინაურდით და თეონა ჩიტაიშვილმა ორივე გარდასახა. თამაშის დამთავრებამდე კირა დანელიამ და მანონი საღარაძემ კიდევ ორი ლელო გაიტანეს და საბოლოოდ ავსტრია 31:5 დავამარცხეთ.

მეორე თამაშში ხორვატებმა წინააღმდეგობა ვერ გაგვიწიეს. პირველ ტაიმში მანონი საღარაძემ ერთი, ხოლო ნინო მელუამ ორი ლელო გაიტანა და 19:0 დავწინაურდით. შესვენების შემდეგ კვლავ სამი ლელო მივითვალეთ, საიდანაც ორი საღარაძის ანგარიშზეა, სამივე გარდავსახეთ და 40:0 გავიმარჯვეთ.

რომელი ადგილით გავალთ მეოთხედფინალში და ვინ იქნება იქ ჩვენი მეტოქე ხვალ გაირკვევა, როდესაც საქართველოს დროით 12:52 საათზე პირველი, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპის გამარჯვებულ უკრაინას შევერკინებით. ხვალვე გაიმართება მეოთხედფინალური თამაშები, ტურნირი კი 28 ივნისს ნახევარფინალებითა და ფინალებით დასრულდება.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას მეორე ეტაპზე კიშინიოვში (მოლდოვა)

ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ვერა კუნდუხაშვილი, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ლიკა ბჟალავა, ნინო მელუა, კირა დანელია.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე 

Rugby.ge

← მთავარი