საზოგადოება
ძლიერი წვიმა და სეტყვა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში — ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა
შიდა ქართლში — კერძოდ, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში — ძლიერი წვიმა და სეტყვა დაიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან ვრცელდება.
ქალაქ გორში და მიმდებარე სოფლებში — კავთისხევში, ხიდისთავში, ზემო ხანდაკში, ქვახვრელსა და სხვა დასახლებებში — მოქალაქეები ფოტო-ვიდეო მასალებს აქვეყნებენ.
„გააფუჭა ყველაფერი — წელს დარჩებით ცარიელნი,” — სოციალურ ქსელში წერს სოფელ კავთისხევის ერთ-ერთი მკვიდრი.
სეტყვის ზიანი ვენახებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სხვა კულტურებს მიადგა. ადრე ანალოგიური ამინდის მოვლენებმა ახმეტის მუნიციპალიტეტიც სერიოზულად დაზარალა.