საზოგადოება
ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა — ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა
ახმეტის მუნიციპალიტეტს ძლიერი სეტყვა დაატყდა — განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი მატანი, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შიდასაუბნო გზები დაზიანდა. ადგილობრივების ცნობით, სეტყვამ ვენახებს, სასახლო-სამეურნეო ნაკვეთებსა და საკარმიდამო მიწებს ზარალი მიაყენა, თუმცა ზარალის ოდენობა ჯერ დაუდგენელია.
ახმეტის მერია ადასტურებს, რომ ინფორმირებულია დაზიანებების შესახებ. მასშტაბების შეფასება ახლა მიმდინარეობს, თუმცა ზუსტი ციფრები ჯერ ცნობილი არ არის.
ამის წინ ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებიც დაარტყა.