საზოგადოება
ძლიერი სეტყვა გორსა და კასპის მუნიციპალიტეტში — „წელს დავრჩებით ცარიელი”
შიდა ქართლის — გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების — ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება, სადაც მოქალაქეები ფოტო-ვიდეო მასალებსაც აქვეყნებენ.
სეტყვა ქალაქ გორსაც დაატყდა თავს. „გააფუჭა ყველაფერი, წელს დავრჩებით ცარიელი,” — წერს სოფელ კავთისხევის მკვიდრი.
სეტყვაზე წერენ ხიდისთვი, ზემო ხანდაკი, ქვახვრელი და სხვა სოფლების მაცხოვრებლებიც.