← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. I ჯგუფი] სენეგალი 5:0 ერაყი. "ტარანგას ლომებმა" მძლავრად იღრიალეს!

27 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. I ჯგუფი] სენეგალი 5:0 ერაყი.

მსოფლიო თასი 2026. H ჯგუფი ურუგვაი 0:1 ესპანეთი 27.06. გვადალახარა. “გვადალახარა სთედიუმი”. 46 232 მაყურებელი გოლი: 0:1 ბაენა (42. ლიორენტეს პასით) ურუგვაი (4-1-4-1): მუსლერა 4.9 (46. როჩეტი 6.2) - ვარელა 6.0, კასერესი 6.0, ოლივერა 7.4, სანაბრია 7.1 (70. ბ. როდრიგესი 6.3) - უგარტე 6.7 (46. დე ლა კრუსი 6.4) - კანობიო 6.1, ბენტანკური 6.5, ვალვერდე 6.3 (57. ვინიასი 6.4), არაუხო 6.7 - ნუნიესი 5.5 მწვრთნელი: მარსელო ბიელსა ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი 7.1 - ლიორენტე 7.3, კუბარსი 8.2, ლაპორტი 7.5, კუკურელია 6.6 - პედრი 7.0 (60. ფაბიან რუისი 6.8), როდრი 7.1 - იამალი 6.9 (76. ნ. უილიამსი 6.3), მერინო 6.6 (60. ოლმო 7.0), ბაენა 7.1 (66. პინო 6.5) - ოიარსაბალი 5.6 (76. ფერან ტორესი 6.4) მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე გაფრთხილება: ბაენა (46), სანაბრია (54), ვარელა (58), დე ლა კრუსი (90+3) გაძევება: კანობიო (90+5) მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ალექს ბაენა (ესპანეთი) არბიტრი: ი. ელფატი (აშშ) * - შეფასებები Flashscore-ის მიხედვით ურუგვაის ნაკრები შინ ძალიან ნაადრევად მიდის. მარსელო ბიელსასა და მისი ბიჭების “ოცნების სასაფლაო” იქნებ არც ყოფილიყო, რომ არა ვეტერანი მეკარე ფერნანდო მუსლერა. ის ცნობილია შესანიშნავი რეაქციით, თუმცა ბავშვურ შეცდომებსაც არ აკლებს… ამ მუნდიალზე ხომ საერთოდ და ასე იყო ესპანეთის ნაკრებთან მატჩშიც. მან უპატიებელი შეცდომა დაუშვა ალექს ბაენას დარტყმის შემდეგ. ცხადია, ამან ურუგვაელებზე ძალიან იმოქმედა. აბა, სად ორი გოლის გატანა ესპანელთა კარში და სად - ერთის. მაგრამ მარტო მუსლერაშიც არ არის საქმე - ურუგვაის ნაკრებმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა. მუნდიალის მიმდინარეობის დროსაც კი არ ცხრებოდა სკანდალები გუნდის შიდა სამზარეულოში. ბიელსასა და ლიდერებს შორის გამუდმებული უკმაყოფილება იყო და ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ლოგიკური შედეგი მოიტანა. ესპანეთის ნაკრები კი ძალიან კლასიანი გუნდია, რომელიც ისე თამაშობს, როგორც სჭირდება ხოლმე: თუ უნდა, მოუმატებს, თუ არა და, ნება-ნება გააგორებს ბურთს. რომელი ნაკრებიც უნდა იყოს “ფურია როხას” მეტოქე პლეი-ოფში, ლუის დე ლა ფუენტეს მიერ გაწვრთნილი გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში ფავორიტის მანტიას მოისხამს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ესპანელთა ლიდერებს ჯერაც არ უჩვენებიათ თავიანთი მაქსიმუმი. “ფურია როხა” პლეი-ოფში აუცილებლად მოუმატებს. ამის ვარაუდი აქედანვე შეიძლება. ფაქტები ესპანეთისა და ურუგვაის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ. პირველი ორი თამაში ფრედ დასრულდა: 1950 წელს - 2:2 და 1990 წელს - 0:0. ურუგვაის ნაკრებმა მექსიკაში გამართულ მუნდიალებზე 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო. ეს მოხდა 1970 წელს, როცა მეოთხედფინალში, დამატებით დროში, დაამარცხეს საბჭოთა კავშირის ნაკრები (1:0). მიმდინარე მუნდიალის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა კარი “მშრალად” შეინახა. თ მ ფ წ ბ ქ 1. ესპანეთი 3 2 1 0 5:0 7 2. კაბო ვერდე 3 0 3 0 2:2 3 3. ურუგვაი 3 0 2 1 3:4 2 4. ს. არაბეთი 3 0 2 1 1:5 2

← მთავარი