← მთავარი
სპორტი

წალენჯიხელი კოუჩი ევროპის სუპერლიგაში — ეუჯენიო სენა ვალტერ მაძარის ასისტენტია „ირაკლისში”

25 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
წალენჯიხელი კოუჩი ევროპის სუპერლიგაში — ეუჯენიო სენა ვალტერ მაძარის ასისტენტია „ირაკლისში”

წალენჯიხის „იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ეუჯენიო სენა საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „ირაკლისში” „ნაპოლის” ყოფილი კოუჩის, ვალტერ მაძარის, ასისტენტის თანამდებობაზე დაინიშნა.

სენა წალენჯიხის „იუვენტუსი” კლუბის დაარსებიდანვე ხელმძღვანელობდა. მის ხელმძღვანელობაში ბავშვთა გუნდმა ტურინში, „იუვენტუსის” აკადემიის საერთაშორისო ჩემპიონატზე, ინგლისის, ბრიტანეთის, შვეიცარიისა და ლოს-ანჯელესის „იუვენტუსებს” სძლია და 24 გუნდს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. სენამ ასევე ხელი შეუწყო ჩემპიონ დავიდ ტრეზეგეს წალენჯიხაში ვიზიტს.

შემდეგ სენა „სამტრედიის” მთავარ მწვრთნელად წავიდა, სადაც გასასვლელ ზონაში მდებარე გუნდი გადაარჩინა — 0.73-დან 1.74 ქულამდე (ქულები მატჩში) ასვლით. „სამტრედიის” კლუბმა მისი ხელმძღვანელობით საქართველოს თასში „დინამო თბილისსა” და „რუსთავს” სძლია.

კარიერის განმავლობაში სენამ ასისტენტ მწვრთნელად შოტლანდიის პრემიერშიფში და საუდის არაბეთის პრემიერ ლიგაში, ხოლო მთავარ მწვრთნელად კვიპროსსა და საბერძნეთში იმუშავა.

← მთავარი