სპორტი
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ კლარკთან თანამშრომლობა შეწყდა.
62 წლის სპეციალისტი შოტლანდიის ნაკრებს 2019 წლიდან ავარჯიშებდა და 1998 წლის შემდეგ მუნდიალზე პირველად გაიყვანა, თუმცა იქ ჯგუფში ჩარჩა, რაც სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდა.
შოტლანდია C ჯგუფში მარკოკოსთან, ბრაზილიასთან და ჰაიტისთან ერთად ასპარეზობდა, სადაც 3 ქულა დააგროვა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გააღწია.
კლარკის ხელმძღვანელობით, შოტლანდიამ 81 მატჩი ჩაატარა, სადაც 36-ჯერ მოიგო, 16-ჯერ ფრედ ითამაშა და 29-ჯერ წაააგო.