← მთავარი
სპორტი

ჰაიტიმ მაგრად იბრძოლა - შოტლანდიამ მუნდიალზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა

14 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ჰაიტიმ მაგრად იბრძოლა - შოტლანდიამ მუნდიალზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, C ჯგუფში ჰაიტი შოტლანდიასთან 0:1 დამარცხდა.   საწყისი წუთები “სქოთების” უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე სკოტ მაკგინმა ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ჰაიტელები გააქტიურდნენ, ბურთს ფლობდნენ და მეტოქის საჯარიმოში ხიფათის შექმნას ცდილობდნენ. 73-ე წუთზე მაკგინს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა.   85-ე წუთზე შოტლანდიელთა საჯარიმოში პიეროს თავით დარტყმული არაზუსტი გამოდგა.    ამრიგად, შოტლანდიელებმა მუნდიალზე 28-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნეს.   მეორე ტურში, 20 ივნისს ბრაზილია ჰაიტის, შოტლანდია კი მაროკოს დაუპირისპირდება.   ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“ ჰაიტი - შოტლანდია 0:1 გოლები: 0:1 მაკგინი (28)თეგები:შოტლანდიის ნაკრებიჰაიტის ნაკრები(0) / (0)

← მთავარი