რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
24 წლის ქართველ მცველ საბა საზონოვს “ტორინოსთან” კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ახლა მას ნებისმიერ გუნდში გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.
მან სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც გულშემატკივრებს დაემშვიდობა, თუმცა განცხადებაში ერთ-ერთმა მონაკვეთმა დიდი ხმაური გამოიწვია. საბა არ ასახელებს კონკრეტულ პიროვნებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ყველამ იცის რატომ მოხდა ასე, რომ საერთოდ არ თამაშობდა ვინ არის რეალური პრობლემა.
onefootball წერს, რომ ეს შესაძლოა, გუნდის ხელმძღვანელობის ან სამწვრთნელო შტაბისკენ მიმართული გზავნილი შესაძლოა იყოს, რომლებიც, მისი აზრით, დამნაშავეები არიან მოედანზე მისი შეზღუდული დროის გამო.
“ტურინო, დიდი მადლობა! ეს შესანიშნავი კლუბია, რომლის ისტორიაც ყველამ იცის. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვიყავი. მადლობა ტურინს, ქალაქს, რომელიც ჩემი სახლი გახდა.
მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც წარმოუდგენლები არიან! იცით, რომ მე ყოველთვის ერთ-ერთი თქვენიანი ვიყავი. ყოველთვის ხელმისაწვდომი და გულწრფელი ვიყავი თქვენს მიმართ, ისევე როგორც თქვენ იყავით ჩემს მიმართ.
ვწუხვარ, რომ მოედანზე ვერ შევძელი ყველაფრის მოცემა, რომ ვერ შევძელი თქვენთვის იმ ემოციების და სიხარულის მოცემა, რასაც იმსახურებთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რატომ მოხდა ასე და ვინ არის რეალური პრობლემა. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, წინ, “ტორინო!”, - დაწერა საზონოვმა.
შეხსენებისთვის საზონოვი ტურინულ გუნდში 2023 წელს მოსკოვის “დინამოდან” გადავიდა. საწყის სეზონში მან მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საბა 2024 წელს “ემპოლიში” გაანათხოვრეს, თუმცა მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გამოტოვა.
ის “ტორინოს” 2025 წელს დაუბრუნდა, თუმცა მოედანზე არცერთი წუთით არ გამოჩენილა.