← მთავარი
საზოგადოება

„ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას” — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა

12 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
„ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას” — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა

„სიმღერის აკადემიის” ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა, თამარ აკობია, TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ოჯახს სიმღერის აკადემიასთან ყველა კავშირი გაუწყვეტია.

„ბავშვი კარგად არის. თითები აქვს ნაღრძობი, ფიქსატორში გვაქვს ჩასმული. ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ — ბავშვმა ნახა, როგორ წაიქცა, ჩათვალა, რომ ვითარება ძალიან მძიმე იყო”, — განაცხადა მან.

„ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას — ასეთი რეაქცია მქონდა. წარმოიდგინეთ, უყურებ, როგორ არ ეხმარებიან შენს შვილს იმ წუთებში, სანამ ეს გადამწყვეტია. გავწყვიტე ყველა კავშირი სიმღერის აკადემიასთან. მე მათ არ ვენდობი და საფრთხეს ვგრძნობ — არა მარტო ჩემი შვილისთვის, არამედ ყველა მოზარდისთვის, ვინც იქ სწავლობს.”

სამართლებრივ ნაბიჯებზე ჟურნალისტის შეკითხვაზე, თამარ აკობიამ განაცხადა, რომ თავდაპირველად ამ გზას არ გეგმავდა, მაგრამ სიტუაცია იცვლება.

„არ ვაპირებდი, მაგრამ ისე მიდის ახლა, რომ ვფიქრობ, დავაპირებ. ამათ, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადათ, შეტევაზე გადმოვიდნენ. ეს საბაბი ხდება. ექიმს არ გამოიძახეს, პირიქით, ისევ ასვამდნენ ბავშვს, რომ დაეფარათ მომხდარი”, — ამბობს ის.

„სიმღერის აკადემიამ” ოფიციალური განცხადებით ამბობს, რომ სცენის განათება და ხმამაღალი მუსიკა ხელს უშლიდა პერსონალს, შეეჩერებინა გოგონას ჯანმრთელობის გაუარესება.

← მთავარი