„შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა" - დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე
„შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა“ - დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე
საზოგადოება • 36 წუთის წინ
ხმაური და დაპირისპირება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთმანეთს სამეურვეო საბჭოს წევრები, ტელევიზიის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა დაუპირისპირდნენ. არხის მემონტაჟემ ტელევიზია გულგრილობაში დაადანაშაულა და სხვა შემთხვევაც გაიხსენა, კონკრეტულად დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად გამართული მარათონი, რომელიც მისი თქმით, მკაფიოდ წარმოაჩენს არხის დამოკიდებულებას.
როდის შეიძლება, რომ ადამიანი იყოს გულგრილი. აქ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავიწყებდი ბოდიშით. ლიზას მივესალმებიო, სწორედ იმიტომ, რომ თქვენ აყენებთ იმ დამსახურებულ კოლეგებს ბოდიშის მდგომარეობაში, იმ განცხადებიდან გამომდიანრეც, რაც ოფიციალურად დაიდო. ოფიციალური განცხადება არაფერს არ ამბობს, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანი, ასე ავტომატურ რეჟიმში გამოირთო და ბოდიშიც არ არის მოსახდელიო, ეს უკვე იმ მიძღვნილ სპეციალურ ტექნიკურ ახსნა-განმარტებით ეთერს ეხებოდა. დიუშენის სინდორმის მქონე ბავშვების მარათონის შესახებ მე შიდა ჯგუფში დაგისვით საკითხი და ვითხოვე, ყოველგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ამის გაუთვალისიწინებლად, იქნებ ბავშვებისთვის, ვიცი, რომ ტექნიკურად რთული საკითხია და იქნებ გააკეთოთ რამე. შემდეგ ილიაუნმა გააკეთა 2 მილიონამდე თანხა თუ მეტიც, შეაგროვა და შეგროვების პროცესშივე ვითხოვე მოამბის ეთერში საინფორმაციო მხარდაჭერა მაინც, რომ გამოაცხადოთ და ანგარიში დაურთოთქო, არც მაგაზე იქნა გამოხმაურება. დგას საკითხი ძალიან მწვავედ, სისხლის სამრთლებრივი საქმეა გულგრილობა. მაგალითის სახით, გიხდით ბოდიშს, თუ კი ჩემგან რაიმე შეურაცხყოფილი მოგისმენიათ, - ამბობს მემონტაჟე, როდესაც ბორდის ერთ-ერთმა წევრმ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, “თავის ქებას მორჩენილიყო.“
ამის შემდეგ ლიკა ბასილაია - შავგულიძემ განაცხადა, რომ ხალხმა სოლიდარობა გამოხატა ბავშვის მიმართ, მშობლის მიმართ, შეწუხდა, რაზედაც იმავე ადამიანმა განაცხადა, რომ სოლიდარობა კი არა, “გაუხარდათ ბავშვის წაქცევა“, რასაც კამათი და დაპირსპირება მოჰყვა.
ეს არის შენი ინტერპრეტაცია, შენი მოსაზრება, იმიტომ, რომ შენ არ ხარ ობიექტური, შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა, ერთხელ მოგხვდა მაგის გამო, კიდევ მოგხვდება, თავხედო. კორუმპირებული მასა, წავედი აქედან - უთხრა მას შავგულიძემ და სხდომა დატოვა.
საზოაგდოებრივ მაუწყებელში ბორდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც 10 წლის გოგონას დაცემის საკითხს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერ...
რუსეთ-უკრაინის ომი
• 13 წუთის წინ
„მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას“ – კობახიძე
ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ეს "კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას" გამოიწვევს. "მივესალმებით ამერიკის შეერთ...
პოლიტიკა
• 15 წუთის წინ
„ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ“ – ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროსკოპს საქართველოს საკითხზე უთხრა, რომ ქართულმა რეჟიმმა არასწორი გზა აირჩია, რაც ევროპავშირისკენ არ მიდის. “ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრუ...
პოლიტიკა
• 16 წუთის წინ
,,მართლმადიდებლობა რუსულად“ - ნიკა გვარამია კიევ-პეჩერის ლავრის აფეთქებაზე
,,კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია: ,,მართლმადიდებლობა რუსულად: რუსებმა დაბომბეს და ცეცხლში გაახვიეს მართლმადიდებლობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კერა მსოფლიოში, კიევ-პეჩერის ლავრა. სლავური...
სოცმედია
• 48 წუთის წინ
„ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს“ - გია მურღულია
"რატომღაც, ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს. ეს არის მათი...
საზოგადოება
• 54 წუთის წინ
ლიზა ბაგრატიონი და საზმაუს თანამშრომლები ბოდიშს იხდიან და ამტკიცებენ, რომ 10 წლის ბავშვის დაცემა ვერ შენიშნეს
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემის წამყვანი, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ბოდიშს უხდის 10 წლის ბავშვს და მის ოჯახს, რომელმაც გადაცემაში გუნდის სიმღერის გონება დაკარგა. “პირველმა არხმა“ სათვალთვა...
საზოგადოება
• 56 წუთის წინ
მეტის ნახვა