1 ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები
1 ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გაირიცხებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტ ხანს იმყოფებიან. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანებაშია ნათქვამი.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბრძანება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე ამოქმედდა.
„1 ივნისიდან ყოველთვიურად განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით უწყვეტად,” — ნათქვამია ბრძანებაში.
პროგრამაში ხელახალი ჩართვა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.