საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 5.6 პროცენტით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული — 20.4%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები — 9.8%;
ხილი და ყურძენი — 8.7%;
პური და პურპროდუქტები — 6.6%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — 5.5%
ზეთი და ცხიმი — 5.5%;
ყავა, ჩაი და კაკაო — 4.2%;
წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები — 1.8 %;
რძე, ყველი და კვერცხი — 1.8%;
ბოსტნეული და ბაღჩეული — 0.4%.
რაც შეეხება ტრანსპორტის ფასს, ის 16.5%-ით გაიზარდა.
“ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.8 პროცენტი)” — წერს საქსტატი.
ფასები ასევე მომატებულია სახლზე, წყალზე, ელ.ენერგიაზე და ბუნებრივ აირზე 7.2 პროცენტით:
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები — 10.1%;
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება — 6.8%;
ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე — 5.4%.
ფასები ასევე გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვაზე 4.7%-ით — სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.5%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0%).