← მთავარი
საზოგადოება

სად და როგორ იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმების შეძენა? - განათლების მინისტრის განმარტება

20 აგვისტო, 2026 · წყარო: ambebi.ge
სად და როგორ იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმების შეძენა? - განათლების მინისტრის განმარტება

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება.

ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ “მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.

“საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას, სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო “ქეშბექ“ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია,“ - აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძე “სიცრუესა“ და “დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს

← მთავარი