← მთავარი
სპორტი

საქართველოს სასკოლო სპორტის აკადემიის ვაჟთა გუნდი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ დამარცხდა

17 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
საქართველოს სასკოლო სპორტის აკადემიის ვაჟთა გუნდი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ დამარცხდა

სერბეთის ქალაქ ზლატიბორში კალათბურთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი მინდინარეობს. დღეს, 16 ივნისს საქართველოს სასკოლო სპორტის აკადემიის ვაჟთა გუნდი საფრანგეთან დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, მათ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარადგინეს. ამ დროისთვის ქართველი მოსწავლე-სპორტსმენების მომდევნო მეტოქეები უცნობია. ცნობისთვის, ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს ჩემპიონატის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი. სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ tv.isfsports.org-ზე. პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ინფორმაცია კალათბურთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ, თვალი ადევნეთ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის Facebook და Instagram გვერდებს: https://www.facebook.com/saskolo.sportuli.olimpiada https://www.instagram.com/school_sport_in_georgia/

← მთავარი