← მთავარი
სპორტი

[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა

2 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა

აშშ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ბოსნია 2:0 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელგიას დაუპირისპირდება.

 

მატჩი თავიდანვე აშშ-ს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. ბალოგუნმა ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. “მონაკოს” ფორვარდმა 45-ე წუთზე მაინც გაიტანა და აშშ დააწინაურა. 64-ე წუთზე ფოლარინი საკამათო სიტუაციაში გააძევეს და აშშ 10 კაცით დარჩა. მიუხედავად ამისა, 82-ე წუთზე ბოსნიელთა დაცვის ხაზის უყურადღებობით ტილმანმა ისარგებლა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

 

აშშ-სა და ბელგიის დაპირისპირება 7 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

 

სანტა კლარა. „ლივაის სთედიუმი“

აშშ - ბოსნია 2:0

გოლები: 1:0 ბალოგუნი (45), 2:0 ტილმანი (82)

გაძევება: ბალოგუნი (64)

თეგები:

ბოსნიის ნაკრები

აშშ-ს ნაკრები

გაზიარება:

(1) /

(0)

← მთავარი