საზოგადოება
საქსტატი: 2026 წლის აპრილში საქართველოს მშპ 6.2%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 29 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.2%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი კი 8.3%-ად განისაზღვრა.
ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა სექტორებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.