საზოგადოება
ევროსტატი: 2025 წელს ევროკავშირმა 10 475 ქართველი გამოაძევა — მეორე ადგილი
ევროსტატის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირიდან გაძევებულ მოქალაქეთა სიით საქართველო მეორე ადგილზეა — 10 475 პირი გამოაძევეს. პირველ ადგილზე თურქეთია (13 405), მესამეზე — სირია (8 370).
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გაძევება გერმანიამ განახორციელა — 29 295 ადამიანი.
ევროკავშირის ქვეყნებიდან 2025 წელს ჯამში 135 460 ადამიანი გააძევეს — 2024 წელთან შედარებით 20.9%-ით მეტი. გარდა ამისა, 2025 წელს შენგენის ზონაში შესვლაზე 132 600 ადამიანს უარი ეთქვა.