პოლიტიკა
Eurostat: საქართველო ევროკავშირიდან გასახლებული მოქალაქეების რაოდენობით მეორე ადგილზეა
Eurostat-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, ევროკავშირიდან გასახლებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა: 2025 წელს 10 475 ქართველი გასახლდა ევროკავშირის ქვეყნებიდან. პირველ ადგილზე თურქეთია 13 405 გასახლებულით, მესამეზე — სირია 8 370-ით.
ყველაზე მეტი ქართველი გერმანიიდან გააძევეს. ევროკავშირი ქართველ მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლასაც უზღუდავს — 132 600 ადამიანს უარი ეთქვა შეყვანაზე.
ევროკავშირის მასშტაბით სულ 135 460 ადამიანი გასახლდა — 2024 წელთან შედარებით 20.9%-ით მეტი. ქართველი გასახლებულების რაოდენობა 2024 წელს 12 050 იყო, ასე რომ წელს ოდნავ შემცირება დაფიქსირდა.