დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების 26 კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა — შევალიე და კამავინგა გამოტოვეს
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. განაცხადში ორი მნიშვნელოვანი სახე — PSG-ის მეკარე ლუკა შევალიე და „რეალ მადრიდის” გარემარბი ედუარდო კამავინგა — ვერ მოხვდნენ.
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი), რობინ რისერი (ლანსი).
მცველები: ლუკა დინი (ასტონ ვილა), მალო გიუსტო (ჩელსი), ლუკა ერნანდესი (PSG), ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი), იბრაიმა კონატე (ლივერპული), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), მაქსანს ლაკრუა (კრისტალ პალასი), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი).
ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ფენერბაჰჩე), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მილანი), ორელიენ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (PSG), მანეს აკლიუში (მონაკო), ბრედლი ბარკოლა (PSG), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), უსმან დემბელე (PSG), დეზირე დუე (PSG), მაიკლ ოლისე (ბაიერნი).
თავდამხმელები: კილიან მბაპე (რეალი), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), მარკუს ტიურამი (ინტერი).
საფრანგეთი ჯგუფში C-ში მოხვდა სენეგალთან, ერაყთან და ნორვეგიასთან ერთად.