Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
სანდრო მამუკელაშვილი “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს, ამის შესახებ ინფორმაციას NBA-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, შემს შარანია ავრცელებს.
სანდროს ყოველწლიური ანაზღაურება 13 მილიონი ევრო იქნება.
მამუკელაშვილმა გასული სეზონი “ტორონტო რაპტორსში” გაატარა, სადაც რეგულარულ სეზონში საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან პასს აკეთებდა.
რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ “ანგელოზებს” “იუტა ჯაზის” ცენტრი უოლკერ კესლერი შეუერთდება, მის სანაცვლოდ “ლეიკერსმა” “ჯაზს” 2 პირველი რაუნდის პიკი დაუთმო.
შეგახსენებთ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კალიფორნიული გუნდი NBA-ის სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა დატოვა და “ლეიკერსი” ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გარშემო ახალი გუნდის აწყობას გეგმავს.
თეგები:
ლოს ანჯელეს ლეიკერსი
სანდრო მამუკელაშვილი
გაზიარება:
(14) /
(1)