← მთავარი
სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელი ხდება! | Lelo.Ge

2 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
სანდრო მამუკელაშვილი

სანდრო მამუკელაშვილი ლეგენდარულ “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს NBA-ს ინსაიდერი შემს შარანია.

ამრიგად, სანდრო ლუკა დონჩიჩის თანაგუნდელი გახდება. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ყოველწლიურად ანაზღაურება დაახლოებით 15 მილიონი დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სანდრომ წინა სეზონი “ტორონტოში” გაატარა. რეგულარულ სეზონში 27 წლის მამუკელაშვილი საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან პასს აკეთებდა.

← მთავარი