"ჩვენ გვაქვს პრეტენზია და შესაძლებლობა, რომ გავხდეთ რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ოქროს მომპოვებელი ქვეყანა" - სანდრო თვალჭრელიძე
ამ ცოტა ხის წინ, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ “პალიტრანიუსთან” საქართველოში ოქროს მოპოვების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა: “მადნეულის“ საბადოს ანალოგი უკვე აღმოჩენილია საქართველოში - ჩვენ შეგვიძლია ზვავისებურად გავზარდოთ ოქროს მარაგი, ასეულობით ტონაზეა ლაპარაკი“. მისი თქმით, აღნიშნული საბადოს ამუშავება დაახლოებით 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი, რითაც ქვეყანას უჩნდება დიდი პოტენციალი. ამ საკითხზე მან გაზეთ “კვირის პალიტრასთანაც” ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: “პალიტრანიუსში” გაკეთებულ ჩემს განცხადებაზე, რომელსაც სულ სხვა ინტერპრეტაცია მიეცა, მინდა, განმარტება გავაკეთო. მე ვთქვი მარტივი რაღაც - ბოლნისის რაიონში მიმდინარეობს ძიება და აღმოჩენები და ამ რაიონს ოქროს მოპოვების თვალსაზრისით აქვს უზარმაზარი პოტენციალი-მეთქი… და არა მარტო იქ. ოქროს მოპოვების პერსპექტივები მთელ საქართველოში არსებობს: უზარმაზარი პერსპექტივაა სვანეთში, ქვემო და ზემო რაჭაში, თრიალეთის ქედზე, აჭარაში და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და შესაძლებლობა, რომ გავხდეთ რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ოქროს მომპოვებელი ქვეყანა. ჩემი ეს ნათქვამი რატომღაც ვიღაცებმა ისე გაიგეს, თითქოს ვთქვი, რომ ოქროს საბადოები უკვე აღმოჩენილია. არა, ბატონო, მე ვილაპარაკე პერსპექტივასა და პროგნოზებზე. მინდა ეს კარგად გაიგოს ყველამ. ქართველი ბიზნესმენები კრიპტოვალუტასა და ნახმარ მანქანებში კი არ უნდა დებდნენ ფულს, არამედ უნდა ჩადონ ამ საქმეში - საძიებო სამუშაოებში, მათ გარანტირებულად ექნებათ 10-ჯერ მეტი მოგება, ოღონდ ამას მრავალი ათეული მილიონის ინვესტიციები სჭირდება.აქვე ვიტყვი, დიდი სირცხვილია, რომ საქართველოში მომუშავე, პრაქტიკულად, უკლებლივ ყველა ნორმალური, დიდი სამთო კომპანიის მფლობელები და აქციონერები არიან უცხოელები და თანაც, ძირითადად, რუსები. წაიკითხეთ სრულად