მსოფლიო ჩემპიონატი: სამხრეთ კორეამ ქამბექით ჩეხეთი 2:1 დაამარცხა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფში სამხრეთ კორეამ ქამბექით ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა კორეელთა უპირატესობით წარიმართა. 39-ე წუთზე კაპიტანმა ჰეუნგ-მინ სონმა ორი მეტოქე ჩამოიცილა, თუმცა მისი გარე ხაზის დარტყმა ჩარჩოს ასცდა.
59-ე წუთზე სიტუაცია შეიცვალა — ცოუფალის ჩაწოდებაზე ლადისლავ კრეიჩმა ანგარიში გახსნა. ჩეხეთი თავდაცვაში გამყარდა, მაგრამ ინ ჰვუნგ ბეომმა ორი მცველი ვერ შეაჩერა და ანგარიში 1:1-ზე გაიგვა.
77-ე წუთზე VAR-მა ჩეხური სტანდარტული გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა, ხოლო 80-ე წუთზე ინ ჰვუნგ ბეომმა მარჯვენა ფლანგიდან ჰიონ-გიუს გამოუგზავნა — 2:1, გამარჯვება.
შედეგი: სამხრეთ კორეა — ჩეხეთი 2:1 გოლები: 0:1 კრეიჩი (59’), 1:1 ჰვუნგ ბეომი, 2:1 ჰიონ-გიუ (80’)
სამხრეთ კორეა შემდეგ მატჩს 19 ივნისს მასპინძელ მექსიკასთან გამართავს. ჩეხეთი კი 18 ივნისს სამხრეთ აფრიკას შეხვდება.