სპორტი
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
არგენტინულმა “ატლეტიკო ტალერესმა” გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი 66 წლის არგენტინელი დამრიგებელი ხორხე სამპაოლი გახდა. მან ამ პოსტზე კარლოს ტევესი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი აპერტურას 1/8-ფინალში “ბელგრანოსთან” 0:1 დამარცხდა. სამპაოლის ბოლო სამუშაო ბრაზილიური “ატლეტიკო მინეირო” გახლდათ, საიდანაც რამდენიმე თვის წინ წამოვიდა. მას წარსულში არაერთ ცნობილ გუნდში უმუშავია. მათ შორის, “რენში”, “ფლამენგოში”, “სევილიაში”, “მარსელში”, “სანტოსსა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში. თეგები:კარლოს ტევესიხორხე სამპაოლიატლეტიკო ტალერესი(0) / (1)