ეროვნული ლიგა, XV ტური: „სამგურალმა” ჩემპიონი „იბერია 1999” 3:2-ით დაამარცხა
„სამგურალმა” ეროვნული ლიგის XV ტურში ქართული ჩემპიონი „იბერია 1999” 3:2-ით დაამარცხა. ეს „იბერიისთვის” ბოლო სამ ტურში უკვე მეორე მარცხია და ლიდერის პოზიცია საფუძვლიანად შეირყა.
მატჩი: სამგურალი 3:2 იბერია 1999 თარიღი/ადგილი: 25 მაისი, წყალტუბო გოლები: 1:0 — ველისოლი (37’, პენალტი), 2:0 — ველისოლი (44’, სებოლინიას პასით), 3:0 — სებოლინია (51’, ცეცხლაძის პასით), 3:1 — ჯინჯოლავა (90+2’, პენალტი), 3:2 — ჯინჯოლავა (90+7’)
„სამგურალი” სოლიდურად გამოიყურებოდა, კარგი კომბინაციური ფეხბურთი ათამაშა და სებოლინია–ველისოლის ტანდემმა გაბატონება კარგად ისარგებლა. „იბერია” კი ლიდერისათვის შეუფერებლად, უინიციატივოდ და დუნედ ითამაშა — ჩანდა, რომ ტყვეა მეტოქეს ზემოდან შეხედვის ილუზიით.
სტუმრები გვიანღა გამოიღვიძეს. 90+2 წუთზე ჯინჯოლავამ პენალტი შეასრულა, ხოლო 90+7 წუთზე შორი მანძილიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა — 3:2. ბოლო შეტევისათვის დრო აღარ დარჩა.
შემადგენლობები:
სამგურალი: კუტალაძე — გეგეჭკორი, შათირიშვილი, პაბულო რიანი, შერგელაშვილი — ცეცხლაძე, ჯანჯღავა (90+4’ ბერელიძე), ვინისიუსი (90+4’ ქაბია) — ჟან კარლოსი (79’ აფციაური), სებოლინია, ველისოლი (90+4’ გოგია).
იბერია 1999: მეგრელიშვილი — ქობულაძე (73’ ბოჭორიშვილი), ამისულაშვილი (46’ გოშთელიანი), სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა — ქარდავა, ღუდუშაური (46’ კუცია), დადიანი (66’ სიხარულაშვილი) — ბედოშვილი, ბართიშვილი (66’ კაფე), ძაგანია.
არბიტრი: აკაკი ფარჯიკია.
შემდეგ ტურში „იბერია” (29 მაისი) ბათუმის „დინამოს” უმასპინძლებს, „სამგურალი” კი „დილას” ეწვევა.