← მთავარი
სპორტი

დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, შვედეთთან მოგებულ მატჩში (5:1), ნიდერლანდების ნაკრების მარცხენა გარემარბი კრისენსიო სამერვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

24 წლის სამერვილით (სიმაღლე 172 სმ) პსჟ-ა დაინტერესებული, - იტყობინება Caught Offside.

გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბი მზადაა „ვესტ ჰემს“ სამერვილში 50 მილიონი ევრო შესთავაზოს.

სამერვილმა გასულ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა, კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონია.

სამერვილის შეძენის სურვილი აგრეთვე „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს. თავად ფეხბურთელს პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდში დარჩენა არ უნდა, მაგრამ „პარი სენ ჟერმენში“ მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და ეს მისთვის პრობლემა იქნება. 

პსჟ-ს აგრეთვე „ვესტ ჰემის“ 21 წლის პორტუგალიელი  ცენტრალური ნახევარმცველის მატეუშ ფერნანდეშის დამატება სურს, რომელსაც ლონდონური კლუბი 100 მილიონად აფასებს - საბაზრო ღირებულება 50 მილიონი.თეგები:პსჟვესტ ჰემიხვიჩა კვარაცხელიანიდერლანდების ნაკრებიკრისენსიო სამერვილიმატეუშ ფერნანდეში(1) / (0)

← მთავარი