მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, ახალი ზელანდიის დამარცხების (3:1) შემდეგ, ეგვიპტის ნაკრების კაპიტანი მოჰამედ სალაჰი, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
34 წლის სალაჰმა განაცხადა, რომ ამ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა რთულია, ახლა გამარჯვებით უნდა ისიამოვნონ და ირანთან შეხვედრისთვის მოემზადონ.
მან თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან ერთად ვანკუვერში სასტუმროს წინ იცეკვა. თეგები:მოჰამედ სალაჰიეგვიპტის ნაკრებიახალი ზელანდიის ნაკრები(1) / (0)