← მთავარი
სპორტი

საუდის არაბეთი ან MLS-ი? - სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს

8 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
საუდის არაბეთი ან MLS-ი? - სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს

“ლივერპულის” ყოფილ შემტევს მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ეგვიპტელის გადაბირებით MLS-ისა და საუდის არაბეთის პროლიგის გუნდები ინტერესდებიან.

ჯერჯერობით უცნობია რომელ კლუბზე და ჩემპიონატზე შეაჩერებს არჩევანს გამოცდილი შემტევი.

შეგახსენებთ, სალაჰმა “ლივერპულში” ცხრა სეზონი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

ეგვიპტელმა “მერსისაიდელთა” რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

← მთავარი