← მთავარი
სპორტი

საქართველოს ს. მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასი 2026. წინათქმა საიუბილეო, ოცდამეხუთე... სტატისტიკა, ფაქტები

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
საქართველოს ს. მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასი 2026. წინათქმა საიუბილეო, ოცდამეხუთე... სტატისტიკა, ფაქტები

საქართველოს ს. მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასი 2026

1 ივლისი, ოთხშაბათი

მატჩი III ადგილისათვის

დილა 20:00 დინამო (თბ)

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

ფინალი

იბერია 1999 20:00 ტორპედო

თბილისი. მიხეილ მესხი

…საქართველოს სუპერთასის პირველი გათამაშება 1996 წლის ზაფხულში ჩატარდა და ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ამ ტიტულისთვის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი იბრძოდნენ.

2019 წლიდან ამ ტურნირს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელი ეწოდა, ხოლო 2023 წლიდან შეიცვალა გათამაშების ფორმატი - ისევე, როგორც ესპანეთში, ამ ტიტულის მოსაპოვებლად, ჩვენთანაც 4 გუნდი იბრძვის - მოქმედი ჩემპიონისა და თასის მფლობელის გარდა, სუპერთასის მოპოვების შანსი წინა სეზონის მეორე და მესამეადგილოსნებსაც გაუჩნდათ.

სხვათა შორის, სწორედ ამ ახალი ფორმატის “გამოძახილი” იყო ის ფაქტიც, რომ 2024 წლის გათამაშებაში, სუპერთასის ფინალურ მატჩში ვერც მოქმედი ჩემპიონი (ბათუმის “დინამო”) ვიხილეთ და ვერც - თასის მფლობელი (“იბერია 1999”).

2024 წლის გათამაშება იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ პირველად საქართველოს სუპერთასის ისტორიაში, ორივე ფინალისტის მთავარი მწვრთნელი უცხოელი გახლდათ - სტივ კინი (“ტორპედო”) და ფერდინანდ ფელდჰოფერი (თბილისის “დინამო”).

და აი, იგივე მეორდება ახლაც: “ტორპედოს” გერმანელი თავკაცი დირკ შუსტერი თავის პირველი ქართული ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს, “იბერია 1999-ის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს (უკრაინა) კი, უკვე აქვს აქაური ტიტული (ჩემპიონობა - ბათუმის “დინამოსთან” ერთად).

…წლევანდელი გათამაშება, საიუბილეო - ოცდამეხუთეა! თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სხვადასხვა დროს (1999, 2001-2004, 2011, 2016 წლებში) და სხვადასხვა მიზეზით, ეს ტურნირი, საერთოდ, არ ჩატარებულა.

…სუპერთასის ახალი ფორმატის შემოღება ერთადერთი მიზეზით იყო განპირობებული: ამ ტიტულისათვის მებრძოლი ოთხივე გუნდი მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვედროდა მოახლოებულ ევროტურნირებს. სამწუხაროდ, ამ სიახლით საერთო სურათი არ შეცვლილა: ისე როგორც მანამდე, 2023 წლიდანაც მოყოლებული, ქართული გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ევროტურნირები ხომ ივლისში სრულდება…

…წლევანდელ ფინალისტებმა ერთნაირი ანგარიშით (1:0) იმარჯვეს ნახევარფინალებში: “იბერია 1999”-მა ვახო ბედოშვილის გოლით დაამარცხა თბილისის “დინამო”, ხოლო “ტორპედოს” გასვლით მატჩში (“დილასთან”), გუნდის კაპიტნის ვლადიმერ მამუჩაშვილის კარგმა საგოლე ალღომ მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ “ტორპედო” მეექვედ იბრძოლებს საქართველოს სუპერთასისთვის, ხოლო “იბერია 1999” (ყოფილი “საბურთალო”) - მეოთხედ.

სუპერთასის გამორჩეული ფაქტები, მოვლენები

ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ: გიორგი ჩიხრაძე (“ამერი”) - 2 (2), დავით ყიფიანი (თბილისის “დინამო” / “ტორპედო”) - 2 (1), კახა ცხადაძე (თბილისის “დინამო” / “სიონი”) - 2 (1), კახა კაჭარავა (თბილისის “დინამო” / “ზესტაფონი”) - 2 (1), ნოდარ აკობია (თბილისის “დინამო” / “ლოკომოტივი”) - 2 (1); თითო-თითოჯერ: მურთაზ ხურცილავა (თბილისის “დინამო”) - 1 (1), ოთარ კორღალიძე (თბილისის “დინამო”) - 1 (1), რაინერ ცობელი (თბილისის “დინამო”) - 1 (1), გელა გომელაური (“ვიტ ჯორჯია”) - 1 (1), თემურ მახარაძე (“ოლიმპი”) - 1 (1), კახა გოგიჩაიშვილი (თბილისის “დინამო”) - 1 (1), გია ცეცაძე (“სამტრედია”) - 1 (1), თემურ შალამბერიძე (“საბურთალო”) - 1 (1), გიორგი ნემსაძე (თბილისის “დინამო”) - 1 (1), სტივ კინი (“ტორპედო”) - 1 (1), დიეგო ლონგო (“დილა”) - 1 (1), ანატოლი პისკოვეცი (“ოლიმპი”) - 1 (0), ვალდას ივანაუსკასი (“დილა”) - 1 (0), მერაბ კოჭლაშვილი (“ვიტ ჯორჯია”) - 1 (0), ზვიად ჯელაძე (“გაგრა”) - 1 (0), მალხაზ ჟვანია (თბილისის “დინამო”) - 1 (0), უჩა სოსიაშვილი (“დილა”) - 1 (0), გაგა კირკიტაძე (“გაგრა”) - 1 (0), ლევან კორღალიძე (“საბურთალო”) - 1 (0), ფერდინად ფელდჰოფერი (თბილისის “დინამო”) - 1 (0), ანზორ კიღურაძე (“სპაერი”) - 1 (0).

როგორც ამჩნევთ, საუკეთესო შედეგი გიორგი ჩიხრაძეს აქვს: “ამერის” მთავარი მწვრთნელის რანგში ორჯერ გაიყვანა გუნდი სუპერთასზე და ორივეჯერ გაიმარჯვა! ვნახოთ, რომელი სპეციალისტი შეძლებს უახლოეს წლებში აქამდე ყველასათვის მიუღწეველი შედეგის ჩვენებას: საქართველოს სუპერთასის გათამაშების ისტორიაში ეს ტურნირი სამჯერ არც ერთ მწვრთნელს არ მოუგია!

აი, კახა გოგიჩაიშვილი კი ერთადერთია, საქართველოს სუპერთასი ფეხბურთელის რანგშიც რომ მოუგია და როგორც - მწვრთნელსაც;

ამათგან საუკეთესო შედეგი ჩისკოს აქვს: ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა ორჯერ ითამაშა საქართველოს სუპერთასზე და 2014 წელს, თბილისის “დინამომ”, სწორედ ამ გამორჩეული ესპანელი შემტევის ერთადერთი გოლით მოიპოვა ეს ტიტული. ჩისკოს გარდა, სუპერთასზე გოლი გაუტანიათ სხვა ლეგიონერებსაც: ჯონი ჯერემიას (“გაგრა”), აბაიომი ოვონიკოკოს (“ზესტაფონი”), ზორან მარუშიჩს (თბილისის “დინამო”), ჟოაო არაუჟოს (“დილა”), ელიტონ ჟუნიორსა და ნიკოლა ნინკოვიჩს (ორივე-“ტორპედო”).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული სუპერთასი გრიგოლ დოლიძეს (“ამერი” - 2 / “ტორპედო” - 2); სამ-სამჯერ გაუმარჯვიათ სუპერთასზე: ალექსანდრე იაშვილს (თბილისის “დინამო”), დავით ოდიკაძეს (თბილისის “დინამო” - 2 / “ჩიხურა” - 1), დავით ბოლქვაძეს (“ამერი” - 2 / “ოლიმპი” - 1), გიორგი დავითნიძეს (თბილისის “დინამო” - 1, “ამერი” - 2), შოთა ბაბუნაშვილს (“ზესტაფონი” - 2 / თბილისის “დინამო” - 1), გიორგი ქიმაძეს (“ჩიხურა” - 1 / “ტორპედო” - 2), მათე ცინცაძეს (თბილისის “დინამო” - 2 / “ტორპედო” - 1);

ასევე სამჯერ აქვთ მოგებული სუპერთასი გიორგი დათუნაიშვილს, გიორგი გაბედავასა და ჯაბა ჯიღაურს, თანაც, სამივე მათგანმა ეს 3… სხვადასხვა გუნდის მაისურით შეძლო!

საქართველოს სუპერთასის ყველა მატჩი

28.07.96 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:0

04.08.97 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:1

02.08.98 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 1:2

29.02.00 დინამო (თბ)-ტორპედო 1:0

17.09.05 დინამო (თბ)-ლოკომოტივი 1:0

01.12.06 სიონი-ამერი 0:1

09.12.07 ოლიმპი-ამერი 1:4

03.12.08 დინამო (თბ)-ზესტაფონი 1:0

17.12.09 ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ) 2:1, დდ

21.12.10 ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:0

29.05.12 ზესტაფონი-გაგრა 3:1

22.02.13 ზესტაფონი-დილა 0:0, პენ 4:2

22.12.13 დინამო (თბ)-ჩიხურა 0:1

11.12.14 დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0

25.08.15 დილა-დინამო (თბ) 0:1

26.02.17 სამტრედია-ტორპედო 2:1

24.02.18 ტორპედო-ჩიხურა 2:1

24.02.19 საბურთალო-ტორპედო 0:1

23.02.20 დინამო (თბ)-საბურთალო 0:1

21.02.21 დინამო (თბ)-გაგრა 2:2, პენ 5:4

20.02.22 დინამო (ბთ)-საბურთალო 0:0, პენ 7:6

04.07.23 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 1:1, პენ 4:3

03.07.24 დინამო (თბ)-ტორპედო 1:2

02.07.25 სპაერი-დილა 0:2

← მთავარი