← მთავარი
სპორტი

კალათბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი] საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინასთან დამარცხდა

3 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
კალათბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი] საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, ზედიზედ 2 გამარჯვების (ორივე - დანიასთან) შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი წააგო უკრაინასთან - 76:95 (30:27, 19:14, 26:19, 20:16).

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო და დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერა და ვერ შემოაბრუნა თამაში.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მარკიზ რიდი იყო - 18 ქულა (2 მოხსნა, 1 პასი). შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზობა განაღდებული ჰქონდა.

ოღონდ, სამწუხაროა, რომ ორივე მოგება ბოლოადგილოსან დანიასთან გვაქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდისთვის ეს გამარჯვებები მნიშვნელობას კარგავს…

ვრცლად მოგვიანებით…

← მთავარი