საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მაისს ახალ პატრიარქს აირჩევს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მაისს, 13:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გაფართოებულ კრებას გამართავს და ახალ პატრიარქს აირჩევს. ცდომილება: ახალი პატრიარქის არჩევის საბოლოო ვადად 17 მაისია განსაზღვრული.
39 წევრისგან შემდგარი წმინდა სინოდი სამ კანდიდატს შეარჩევს. 28 აპრილის სხდომაზე კენჭისყრა ასე გაიყო: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკ-ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 20 ხმა მიიღო; ურბნის-რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და ფოთ-ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) — 7-7 ხმა.
პატრიარქად ირჩევა კანდიდატი, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს დააგროვებს. საჭირო უმრავლესობის მოუპოვებლობის შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება. კრებაზე, სავარაუდოდ, ასობით წარმომადგენელი დაიკრიბება — როგორც სასულიერო, ასევე საერო წრეებიდან.