← მთავარი
სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო

5 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაი 41:34 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მეტოქეებმა ხუთ-ხუთი ლელო დადეს, ქართველმა მორაგბეებმა კი უკეთესად შესრულებული გარდასახვების და საჯარიმოების ხარჯზე გაიმარჯვეს.

ლელოები მატკავამ, სუთიძემ, ჯალაღონიამ და ალანიამ გაიტანეს. ერთი საჯარიმო ლელო იყო. მატკავამ 4 გარდასახვა და 2 ჯარიმა გამოიყენა.

“ბორჯღალოსნები” 11 ივლისს ვინა დელ მარიში სამოას, 18 ივლისს კი სანტიაგოში ჩილეს შეხვდებიან.

საქართველო ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 12. გიორგი კვესელაძე, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია. მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ჯავახია, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თორნიკე კახოიძე.

← მთავარი