საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
უწყების ცნობით, უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოდან უკვე 2 090 არალეგალი მიგრანტია გაძევებული. მათგან იანვარში ქვეყნიდან 232 პირი გააძევეს, თებერვალში — 312, მარტში — 360, აპრილში — 401, მაისში — 340, ხოლო ივნისში — 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების — ჯამში 54 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს, ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში - 232, თებერვალში — 312, მარტში — 360, აპრილში — 401, მაისში — 340 და ივნისში — 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე”, — წერია უწყების განცხადებაში.