საქართველოს ნაკრები რუმინეთისა და ბაჰრეინის წინააღმდეგ ემზადება — კაშიას ბოლო მატჩი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 2 ივნისს — რუმინეთის წინააღმდეგ, 5 ივნისს — ბაჰრეინის წინააღმდეგ. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
შეკრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: 2 ივნისს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
29 მაისს ვარჯიშში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი კლუბური სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნულ გუნდს შეუერთდებიან.
ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა მომავალ შეხვედრებზე: „ცოტა განსხვავებული ხასიათის შეკრებაა — ადრე შევიკრიბეთ, მოსამზადებლად მეტი დრო გვაქვს. მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ გურამ კაშიას ბოლო თამაშია და ყველას გვინდა, ეს მატჩი ისე ჩატარდეს, როგორც მას შეეფერება. რუმინეთი ძლიერი გუნდია — ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარეს, მათ შორის საკვალიფიკაციო პლეი-ოფშიც ითამაშეს. მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ.”
ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი), დავით კერესელიძე (დილა)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი), ლაშა დვალი (ცსკა 1948), ლუკა გადრანი (ბეითარი), ილია ბერიაშვილი (მტკ), ირაკლი აზაროვი (შახტარი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ)
ნახევარდაცვა / თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი), გიზო მამაგეიშვილი (შტურმი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი ქვილითაია (მეცი), ხვიჩა კვარაცხელია (PSG)