საქართველო დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავს აღნიშნავს
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში გახსნილ ეროვნული საბჭოს სხდომაზე 42 წევრმა და 36 კანდიდატმა ერთხმად დაამტკიცეს დამოუკიდებლობის აქტი.
დღეს, 17:10 საათზე — ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა — ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალში შეწყდა ბოლშევიკური სამხედრო ოკუპაციის შედეგად. 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა განაახლა.
ტრადიციისამებრ, 26 მაისს, წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ — ცერემონია თბილისის თავისუფლების მოედანზე და ქვეყნის 12 ადგილზე ერთდროულად გაიმართება. 21 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.
ოპოზიციის ალიანსი 19:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავს „ქართული ოცნების” მმართველობის წინააღმდეგ.