სპორტი
საქართველომ ბაჰრეინი 2:0-ით დაამარცხა — ლოჩოშვილი გოლი, კვარაცხელია პენალტი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამეგობრო მატჩში ბაჰრეინი 2:0-ით დაამარცხა. გამარჯვება ლუკა ლოჩოშვილის გოლითა და ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი პენალტით მოიპოვა.
მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ბერიაშვილი, ხარებაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ეგოიანი, კვარაცხელია, ქვილითაია.
პირველი ტაიმი ინტენსიურობით არ გამოირჩეოდა: ბევრი ჯარიმა და პაუზა, სამი ყვითელი ბარათი — ორი ბაჰრეინს, ერთი კი ბერიაშვილს. ანგარიში პირველ ტაიმში არ გაიხსნა.
მეორე ტაიმში ქართველებმა ტემპი გაზარდეს. 52-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კვერნაძემ 11-მეტრიანი გამოიმუშავა, 77-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ზუსტად შეასრულა — 2:0. ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.