საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა “ბაიერნში” გადავიდაErnests Gulbis08:47/15-06-2026+-25 წლის მაროკოელ შემტევ ისმაელ საიბარის კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას. FootMercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს და მხარეებმა ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა თავდამსხმელი მიუნხენში ჩაფრინდება და “რეკორდმაისტერთან” 2031 წლამდე კონტრაქტს გააფორმებს. მან გასულ სეზონში პსვ-ის ფორმა ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ საიბარიმ მუნდიალის სადებიუტო შეხვედრაში, ბრაზილიასთან ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა. თეგები:ბაიერნიპსვისმაელ საიბარი(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ