← მთავარი
სპორტი

"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა

1 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საფრანგეთისა და შვედეთის მუნდიალის 1/16-ფინალურ მატჩამდე Bild-ს ესაუბრა, სადაც წელს “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა. 

 

მან ასეთად თავისი თანამემამულე, “ბაიერნის” 24 წლის ვინგერი მაიკლ ოლისე მიიჩნია და აღნიშნა, რომ ეს პრესტიჟული ჯილდო აუცილებლად ფრანგს უნდა მიანიჭონ.

 

“ოლისეზე ბევრი საუბარი საჭირო არაა. უბრალოდ, მოედანზე მისი ყველა ქმედებით უნდა დატკბე. ოლისე ახლა მსოფლიოში საუკეთესოა და ყველა სხვა ფეხბურთელზე წინაა. თუ წლის ბოლოს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, მაშის იმის თქმა შეიძლება, რომ ფეხბურთში სერიოზული პრობლემებია. 

 

იცით, რა მომწონს მასში ყველაზე მეტად? - მას არ აინტერესებს გაიტანს თუ არა გოლს ან გააკეთებს თუ არა ასისტს. ის არ ფიქრობს პერსონალურად თავის თავზე, არამედ გუნდური მოთამაშეა. 

 

ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ზიდანიც ასევე მოქმედებდა, მაგრამ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი, რომლებიც ბოლო 15 წელია დომინირებენ, უფრო მეტად საკუთარი თავისა და სტატისტიკის გამო თამაშობენ”, - თქვა სანიოლმა. 

თეგები:

საქართველოს ნაკრები

ბაიერნი

პსჟ

ვილი სანიოლი

ხვიჩა კვარაცხელია

მაიკლ ოლისე

გაზიარება:

(0) /

(5)

← მთავარი