← მთავარი
სპორტი

საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება

5 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში პარაგვაი 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.

მიუხედავად 37-გრადუსიანი სიცხისა, თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი დიდად სანახაობრივი არ იყო, მომენტების სიუხვით არ გამოირჩეოდა და 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ფრანგებმა ისევ შეუტიეს, კონეს დარტყმული ბურთი მეკარე ხილმა მოიგერია, ბარკოლას დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა და დუემ შეცვალა, რომელიც საჯარიმოში გომესმა წააქცია და მბაპემ პენალტით თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

საფრანგეთი 9 ივლისს, მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება.

ფილადელფია. „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“ პარაგვაი - საფრანგეთი 0:1 გოლი: მბაპე (70, პენ)

← მთავარი