← მთავარი
სპორტი

საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?

1 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში საფრანგეთმა შვედეთი 3:0 დაამარცხა.

 

პირველ ოც წუთში ფრთხილი თამაში იყო, რის შემდეგაც ფრანგები შტურმზე გადავიდნენ, მომენტები შექმნეს და შედეგსაც მიაღწიეს: ბარკოლამ მიზანს ვერ უწია, მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მბაპემ ბურთი ძელს გაარტყა, ოლისეს ულამაზესი მაკრატელაც ძელს მოხვდა, ოლისეს დარტყმული მეკარე ვიდელმა მოიგერია, პირველი ტაიმის დასასრულს კი მბაპემ გაიტანა. 

 

შესვენების შემდეგ ცალკარა თამაში გაგრძელდა: ბარკოლამ გაიტანა, მბაპემ დუბლი შეასრულა და დეშამის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

 

საფრანგეთი 4 ივლისს, 1/8-ფინალში, პარაგვაის დაუპირისპირდება. 

 

ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“

საფრანგეთი - შვედეთი 3:0

გოლები: 1:0 მბაპე (45), 2:0 ბარკოლა (53), 3:0 მბაპე (74)

 

თეგები:

საფრანგეთის ნაკრები

შვედეთის ნაკრები

გაზიარება:

(0) /

(0)

← მთავარი